თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

პროკურატურა: მზად ვართ, ომბუდსმენს ბაჩალიაშვილის საქმის მასალები ნებისმიერ ეტაპზე გავაცნოთ

0 კომენტარი
ფოტო: სახალხო დამცველი

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უწყება მზადაა, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის მასალები ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს. 

"საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს." – ვკითხულობთ განცხადებაში. 

დღეს, 31 აგვისტოს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ბაჩალიაშვილის მშობლებს შეხვდება. ომბუდსმენის თქმით, მისთვის საქმის მასალების ხელმისაწვდომი არაა, ამიტომ საქმის გარემოებებთან დაკავშირებით შეფასებებს ვერ აკეთებს. 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროკურატურასთან პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები