სერგი გვარჯალაძე

სერგი გვარჯალაძემ ღამის მერის თანამდებობა დატოვა

სერგი გვარჯალაძე
ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის პროექტის განვითარების ხელმძღვანელის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ინფორმაცია ამის შესახებ თბილისის მერიაში დაგვიდასტურეს.

"მან ფაქტობრივად შეასრულა ის სამუშაო, რაც დავალებული ჰქონდა, რაც გულისხმობს კვლევების ჩატარებასა და ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას." – გვითხრეს მერიაში.

დღეიდან, მის ფუნქციას კულტურის საქალაქო სამსახური შეითავსებს.

სერგი გვარჯალაძე თანამდებობაზე 2018 წელს დაინიშნა.

2020 წლის მარტში, ფლანგვის დეტექტორმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2018-2019 წლებში ღამის მერიისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 215 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც ნახევარზე მეტი - 121 140 ლარი ღამის მერმა, სერგი გვარჯალაძემ მიიღო.

კომენტარები