ახალი ბეტმენი

მაყურებლებმა ბეტმენის ტრეილერში კოლინ ფარელი ვერ შეამჩნიეს

Twitter

ერთი კვირის წინ ახალი ბეტმენის პირველი ტრეილერი გამოვიდა.

მაყურებელთა დიდმა ნაწილმა პინგვინის როლის შემსრულებელი, კოლინ ფარელი გრიმის გამო ვიდეოში ვერ იცნო.

ახალი ბეტმენის ერთ-ერთმა მსახიობმა, ჯეფრი რაიტმა აღიარა რომ გადასაღებ მოედანზე ფარელის ცნობა ძალიან გაუჭირდა.

"მაიკ მარინოსთან ადრეც მიმუშავია, მაგრამ კოლინს რაც უქნა სასწაულია. ვიღაც კაცს მივესალმე გადასაღებ მოედანზე და დიდი ხნის მერე მივხვდი რომ კოლინ ფარელია". – იხსენებს კომისარ გორდონის როლის შემსრულებელი.

ბნელი რაინდის როლს კომიქსების ახალ ეკრანიზაციაში რობერტ პატინსონი ასრულებს. ბეტმენის პრემიერა 2021 წლის 1 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

 

 

კომენტარები