ავტოავარია წალენჯიხაში

წალენჯიხაში ტრაქტორის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

flickr

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დატვირთული ტრაქტორის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა – ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები