გირჩი

საკონსტიტუციო სასამართლო გენდერულ კვოტირებაზე გირჩის სარჩელის არსებით განხილვას იწყებს

გირჩი

2 სექტემბერს, 12:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო გენდერული კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პარტია გირჩის სარჩელის არსებით განხილვას იწყებს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პარტიების საარჩევნო სიაში სავალდებულო გენდერული კვოტირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე მუხლს, რომლითაც გარანტირებულია საარჩევნო უფლება. 

გირჩმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 10 ივლისს შეიტანა

გენდერული კვოტირების შესახებ საარჩევნო კოდექსში ჩანაწერს საკონსტიტუციო სასამართლოში თავისუფლების ინსტიტუტიც გაასაჩივრებს. მათ გარდა საჩივრის წარდგენას გეგმავს ტაბულას დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი. სწორედ ამ მიზნით თამარ ჩერგოლეიშვილმა ცოტა ხნის წინ პარტიის დაფუძნება დააანონსა.

ტაბულას მთავარ რედაქტორს სურს, რომ მისი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ათეული სრულად ქალებით იყოს დაკომპლექტებული, გენდერული კვოტების შესახებ ჩანაწერი კი მას ზღუდავს.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები სავალდებულო გენდერულ კვოტებს ითვალისწინებს. კერძოდ, ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ადამიანი. ეს რეგულაცია მოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. 2028 წლიდან კი, ამოქმედდება ყოველი მესამე სავალდებულო კვოტა.

"თვითმმართველობის არჩევნებზე კი, სიაში ყოველი მეორე ადამიანი უნდა იყოს განსხვავებული სქესის". – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები