სუროგაცია

წულუკიანი: სუროგაციის ინსტიტუტი 2012 წელს ენმ-მ შემოიტანა და ტრეფიკინგის ღია წყარო იყო

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სუროგაციის უფლება მარტოხელა მშობელს არასდროს ჰქონია. თეა წულუკიანის თქმით, "სუროგაციის ინსტიტუტი 2012 წლის გაზაფხულზე ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიტანა" და რეგულაციების არარსებობის გამო, "ტრეფიკინგის ღია წყაროდ" იქცა.

"იმ პერიოდიდანვე არ იყო დაშვებული ერთი ადამიანის მიერ სუროგაციის პროცესი მარტოხელა მშობლის მიერ. შესაბამისად, დღეს აღშფოთება - ნაციონალურმა მოძრაობამ სუროგაცია რომ შემოიტანა საქართველოში, მარტოხელა მშობელს [რატომ] არ მისცა სუროგაციის უფლება, არის დაგვიანებული მინიმუმ რვა წლით.

ჩვენ რვა წლის მანძილზე ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოტანილ აბსოლუტურად რეგულირების გარეშე სუროგაციას, რომელიც ტრეფიკინგის ღია წყარო იყო, შევუქმენით გარკვეული პირობები, იმისთვის, რომ ჩვილებით ვაჭრობა იყოს საქართველოში შეუძლებელი". – ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირველი სექტემბრიდან, წყვილს ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით (სუროგაცია) სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მინიმუმ 1 წლის განმავლობაში ქორწინებაშია ან ერთად ცხოვრობს. 

კომენტარები