კორონავირუსი

ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და ერთა ლიგის მატჩებში ნაკრებს ვეღარ დაეხმარება

0 კომენტარი
ფოტო: Richard Purgstaller

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული "შტურმის" ფეხბურთელს, ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული მედია ავრცელებს. 

www.sturmnetz.at-ის ინფორმაციით, კორონავირუსი კიტეიშვილის გარდა კლუბის კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა.

ქართველი ფეხბურთელი "შტურმის" მიერ გამართული ორი მატჩიდან არცერთის განაცხადში ყოფილა. კიტეიშვილი სანაკრებო განაცხადიდან ამოიღო საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმაც.

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები ესტონეთის ნაკრებს 5 სექტემბერს ტალინში დაუპირისპირდება, 8 სექტემბერს კი თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები