ალექსანდრ ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის სამთვრობო მედიას დახმარებისთვის მადლობას უხდის

ალექსანდრ ლუკაშენკო
Reuters

მას შემდეგ, რაც ბელარუსში სამთავრობო მედიის ჟურნალისტები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ, მათ ჩასანაცვლებლად ბელარუსში რუსი ჟურნალისტები ჩავიდნენ. ამ დახმარებისთვის ალექსანდრ ლუკაშენკო რუსულ სამთავრობო მედიას Russia Today-ს მადლობას უხდის.

ლუკაშენკოს განცხადებით, კრემლის დაფინანსებული Russia Today-ს ჟურნალისტებმა ბელარუსის სამთავრობო მედიის დახმარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

განცხადება ლუკაშენკომ Russia Today-ს ეთერში მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

"თქვენ გესმით, რამდენად მნიშვნელოვანი იყავით ჩვენთვის ამ მძიმე პერიოდში. ის რაც გვაჩვენეთ ტექნიკური თვალსაზრისით, თქვენმა IT სპეციალისტებმა, ჟურნალისტებმა, კორესპონდენტებმა... თქვენმა მენეჯერმა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ... მადლიერი ვარ ამ მხარდაჭერის". – თქვა ლუკაშენკომ.

Russia Today-ს არ დაუკონკრეტებია რა სახით ეხმარებოდა ბელარუსულ სამთავრობო მედიას. თუმცა ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა ლუკაშენკოს უთხრა, რომ მნიშვნელოვანი იყო იმის აღნიშვნა, რომ Russia Today-ს ჟურნალისტები არ იკავებდნენ სხვების სამუშაო ადგილებს.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევენბის შემდეგ დაიწყო. პროტესტის ნიშნად ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. გაფიცვის შემდეგ, Интерфакс-ის ცნობით, დილის 9 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთერში გავიდა და ჩვეულ ფორმატში წაიყვანეს საინფორმაციო გამოშვება, თუმცა, მოგვიანებით, ტელეკომპანიის ეთერში მხოლოდ ცარიელი სავარძელი ჩანდა, რომელზეც წამყვანები არ ისხდნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გაფიცული ჟურნალსტები Russia Today-ს ჟურალისტებმა ჩაანაცვლეს. რამდენიმე თანამშრომელმა, რომლებიც გაფიცვაში იღებდნენ მონაწილეობას, თქვა, რომ კომპანიაში აღარ შეუშვეს და მათ ნაცვლად სამუშაოდ რუსი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. ბელარუსის ტელევიზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ჩამოყვანილ რუს სპეციალისტებს თითქმის 4-ჯერ მეტ ხელფასს უხდიან იმავე საქმის კეთებისთვის

კომენტარები