პაპი ფრანცისკე

პაპმა ფრანცისკემ ბოლო ექვს თვეში პირველი გენერალური აუდიენცია გამართა

პაპი ფრანცისკე
Reuters

პაპმა ფრიანცისკემ ბოლო ექვს თვეში პირველი გენერალური აუდიენცია გამართა. აუდიენციაზე პაპმა 4 სექტემბერი ლიბანისთვის ლოცვისა და მარხვის დღედ გამოაცხადა. პაპი ფრანცისკეს განცხადებით, ის ბეირუთში თავის წარმომადგენლად ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის გაგზავნის. 

პაპმა ფრანცისკემ პოლიტიკოსებს, რელიგიურ ლიდერებს და საერთაშორისო საზოგადოებას ლიბანის აღდგენაში დახმარებისკენ მოუწოდა. პაპმა აღნიშნა, რომ არ შეიძლებოდა ლიბანის მიტოვება.

აუდიენციაზე 500-მდე ადამიანი შეიკრიბა, თითქმის ყველას ეკეთა ნიღაბი და იცავდნენ სოციალური დისტანციის წესებს.​ აუდიენციაზე დამსწრე სტუმრებთან საუბრისას პაპი ფრანცისკე ორი მეტრის დისტანციას იცავდა. კორონავირუსის პანდემიის გამო გენერალური აუდიენცია ბოლოს მარტის დასაწყისში ჩატარდა, რის შემდეგაც აუდიენცია ვირტუალურად იმართებოდა და პაპის მიმართვა ტელევიზიით ან ინტერნეტით გადაიცემოდა. 

"ამდენი თვის შემდეგ ჩვენ ვაახლებთ ჩვენს შეხვედრებს პირისპირ, არა ეკრანიდან, არამედ პირისპირ და ეს მშვენიერია". – აღნიშნა პაპმა გენერალური აუდიენციის დასაწყისში.

კომენტარები