კანადელ მსახიობს, კიანუ რივზს 56 წელი შეუსრულდა.
80-იანი წლების პირველ ნახევარში ახალგაზრდა რივზი კანადურ სატელევიზიო შოუებში თამაშობდა, შემდეგ ჰოლივუდში გადაინაცვლა, სადაც ეპიზოდურ და მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა. პოპულარობა 1989 წელს კომედიამ Bill & Ted’s Excellent Adventure-მა მოუტანა. კრიტიკოსების ყურადღება რივზმა 1991 წელს გას ვან სენტთან, ფილმში My Own Private Idaho მიიქცია. იმავე წელს მძაფრსიუჟეტიანი ფილმი Point Break-ი გამოვიდა, პატრიკ სუეიზისთან დუეტმა მსახიობს საყოველთაო პოპულარობა მოუტანა. 1999 წელს, მატრიცაში, სამეცნიერო ფანტასტიკური კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პერსონაჟის, ნიოს როლი შეასრულა. 2014 წელს მსახიობმა კიდევ ერთი საკულტო კინოსახე, ჯონ ვიკი განასახიერა.
კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც ფრენსის ფორდ კოპოლა, რიჩარდ ლინკლეიტერი, იან დე ბონტი და კენეტ ბრანა არიან.
წარმოგიდგენთ კიანუ რივზს კადრს მიღმა.