ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რუსთავის გზატკეცილზე არის მაღაზია, სადაც გვაქვს COVID 19-ის შემთხვევები

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, ერთ-ერთ მაღაზიაში დადასტურდა COVID 19-ის შემთხვევები.

"რუსთავის გზატკეცილზე არის მაღაზია, სადაც გვაქვს შემთხვევები". – თქვა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 2 სექტემბერს თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღაზია ნიკორას 2 თანამშრომელს ასევე დაუდასტურდა COVID 19. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ობიექტში უკვე შეიცვალა პერსონალი და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

დღეს, ასევე ამირან გამყრელიძის თქმით, ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში ერთ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სასტუმრო ოაზისი ჩაიკეტა და იქ 400-მდე ქართველი ექიმია.

2 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 38 - ბოლო 24 საათში. აქედან 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები