ნავალნის მოწამვლა

ბორის ჯონსონი: რუსეთის მთავრობამ უნდა განმარტოს, რა დაემართა ბატონ ნავალნის

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. ჯონსონის თქმით, რუსეთის მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ რა დაემართა ნავალნის, დიდი ბრიტანეთი კი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს სამართლის აღსრულებაზე.

"აღმაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. დიდ ბრიტანეთში ჩვენი თვალით ვნახეთ "ნოვიჩოკის" მომაკვდინებელი შედეგები. რუსეთის მთავრობამ ახლა უნდა განმარტოს, რა დაემართა ბატონ ნავალნის – საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვიმუშავებთ სამართლის აღსრულებისთვის". – წერს ბორის ჯონსონი ტვიტერზე.

დღეს, 2 სექტემბერს, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი"ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. 

მათივე ცნობით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება", რომ ესაა „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. .

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანიასაფრანგეთიაშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ, გამოიძიონ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და დამნაშავეები დასაჯონ. ნავალნის მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები