ნავალნის მოწამვლა

დუმის დეპუტატი: "ნოვიჩოკი" ჩვენთან არ მზადდება, საქართველოსა და აშშ-შია

0 კომენტარი

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, იური შვიტკინი ამბობს, რომ რუსულ მომწამლავ ნივთიერება "ნოვიჩოკს", რომელსაც კრემლი მტრების წინააღმდეგ იყენებს, აშშ ამზადებს საქართველოს ლაბორატორიებში.

"მოდი, იქიდან გამოვიდეთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი ტიპის ქიმიურ ნივთიერებებს არ ვამზადებთ. რამდენადაც ინფორმაცია არსებობს, ასეთ იარაღს, ასეთ ქიმიურ, მომწავლავ ნივთიერებებს აშშ- ამზადებს საქართველოს ლაბორატორიაში და, ასევე, თვითონ შეერთებულ შტატებშიც". – თქვა შვიტკინმა.

დღეს, 2 სექტემბერს, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი,"ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. 

მათივე ცნობით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა, რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანიასაფრანგეთიაშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ, გამოიძიონ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და დამნაშავეები დასაჯონ. ნავალნის მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები