კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: არის ვარაუდი, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ბათუმში, საკონდიტრო დონას კლასტერში 600-ზე მეტი ტესტირება ჩატარდა და კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი "მიგვითითებს იმაზე, არის ვარაუდი, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა". 

ტიკარაძე ამბობს, რომ ჩაქვში მდებარე სასტუმრო ოაზისში 800-ზე მეტი ტესტირება გაკეთდა და პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. 

"პასუხების შემდეგ მივიღებთ უკვე შემდეგ გადაწყვეტილებებს, თუ როგორი იქნება სტრატეგია იქ მყოფი დამსვენებლების მიმართ".- აღნიშნავს მინისტრი. 

3 სექტემბერს, საქართველოში Covid-19-ის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 ადამიანი. ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 279 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები