ევროპული საქართველო

კაპანაძე საგანელიძის განცხადებაზე: ხელსუფლებამ ვერ ისწავლა ეროვნული ინტერესების დაცვა

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, დავით საგანელიძის განცხადებას ეხმაურება რუსეთთან ახალი გზის გახსნაზე.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ ისწავლა ეროვნული
ინტერესების დაცვა და მტრისა და მოყვარის გარჩევა.

"დავით საგანელიძის განცხადება არის კლასიკა იმისა, თუ როგორ ვერ ისწავლა საგარეო
ურთიერთობები, როგორ ვერ ისწავლა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა ჩვენმა
ხელისუფლებამ. ისინი ვერ ერკვევიან, ვინ არის ქვეყნის მოყვარე, ვინ მტერი და
ამდენი წლის მერეც საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთთან უნდა აღდგეს ახალი გზა და
ახალი საფრთხეები უნდა გაჩნდეს. აი, ეს არის ის ძველი მიდგომები, რომლებმაც ქვეყანა
შეიყვანა გამოუვალ ჩიხში და რომელსაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები.

აი, ეს არის ის, რაც უნდა შევცვალოთ ჩვენ, რომ არც დავით საგანელიძემ, არც საგარეო საქმეთა მინისტრმა, არც პრემიერმინისტრმა ასეთი სახის სამარცხვინო განცხადებები არ აკეთონ, ისევე არ იყოს კუდის ქიცინი და კოჭის გაგორება რუსეთისთვის". - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, უნდა გამოვიდეთ ჩარჩოდან, რომ, თუ ახალი გზებით არ დავუკავშირდით რუსეთს, მაშინ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა წინ ვერ წავა და სწორედ ამიტომ საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, რათა ასეთი პოლიტიკა წარსულს ჩაბარდეს.

კომენტარები