საქსტატმა აგვისტოს ინფლაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გასულ თვეში წლიურმა ინფლაციამ 4.86% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ეს მაჩვენებელი აგვისტოში 5.7%-ია.
ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში ფასები 8.9%-ით გაიზარდა წინა წლის აგვისტოსთან შედარებით.
ფასები თამბაქოს ნაწარმზე 13.4%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებზე კი 5.2%-ით.
ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა.