ხანძარი ნავთობის ტანკერზე

ინდოეთის ოკეანეში, შრი-ლანკის სანაპირო ზოლის სიახლოვეს ნავთობის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა

Reuters

3 სექტემბერს ინდოეთის ოკეანეში შრი-ლანკის სანაპირო ზოლის აღმოსავლეთით ნავთობის ტანკერს ცეცხლი გაუჩდა. ხომალდ New Diamond-ს, რომელიც პანამის დროში ქვეშ დაცურავს, 2 მილიონი ბარელი (დაახლოებით 270 000 ტონა) ნავთობი გადაჰქონდა ქუვეითიდან ინდოეთში. ცეცხლი გემის ძრავას გაუჩნდა.

ეკიპაჟის 23 წევრიდან ერთი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ეკიპაჟის წევრები შრ-ლანკის ფლოტის დახმარებით გემიდან ევაკუირებულები არიან. დაშავებული მეზღვაური საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მას შემდეგ, რაც ტანკერმა დინების გამო შრი-ლანკისკენ დაიწყო მოძრაობა, შრი-ლანკის ფლოტმა გემის ბუქსირით ცურვაზე დაიწყო მუშაობა. თავდაპირველად, მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა გემი დატოვა, ის შრი-ლანკის სანაპიროდან 38 კილომეტრით იყო დაშორებული, თუმცა შემდეგ კუნძულს 25 კილომეტრის ნიშნულამდე მიუახლოვდა. კუნძულიდან დასაშორებლად ტანკერის გადაადგილებას აღმოსავლეთით ცდილობენ.

ძრავაში გაჩენილი ცეცხლი კაპიტნის ხიდამდე გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობაში რუსული ფლოტის გემები და ინდოეთის სანაპირო დაცვა იღებენ მონაწილეობას.

ჯერჯერობით ტანკერიდან ნავთობს არ გაუჟონავს. შრი-ლანკის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა შექმნა სიმულაცია, რომელიც აჩვენებს, რა ზარალს გამოიწვევს, ტანკერზე არსებული ნავთობის მეოთხედი,  70 000 ტონა რომ ჩაიღვაროს წყალში. სიმულაციის თანახმად, უარეს შემთხვევაშიც კი, ნავთობის დაღვრა მნიშვნელოვნად არ დააზიანებს შრი-ლანკის სანაპიროს. თუმცა, მეცნიერთა აზრით, ტანკერიდან ნავთობის ჩაღვრა კატასტროფული იქნება ოკეანის ფლორისა და ფაუნისთვის.

კომენტარები