კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: კონფერენციები ONLINE პლატფორმაზე გადავიტანოთ, ექიმებმა უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს

მთავრობის ადმინისტრაცია

ჯანდაცვის მინისტრი ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს სთხოვს, მსგავსი ღონისძიებები ონლაინ პლატფორმაზე გადაიტანონ. ჩაქვში, სასტუმრო ოაზისის ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი 2 სექტემბერს დაუდასტურდა. სასტუმროში, რომელიც 1 დღით ჩაიკეტა, სამეცნიერო კონფერენციაზე 400-მდე ქართველი ექიმი იმყოფებოდა.

"ამ სახის კონფერენციები ნამდვილად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გაზიარებისათვის და მათი ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში დასანერგად. 

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინ პლატფორმაზე გადავიტანოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიიის ონლაინ პლატფორმის რეჟიმში ჩატარება. 

ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინ პლატფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვის და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს. 

ჩვენ, ექიმებმა მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს პანდემიასთან ბრძოლისას წესების დაცვაში. წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინ სივრცეში" - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები