ეკონომიკა

თიბისი ბანკის მობილური აპლიკაცია რამდენიმე საათია, შეფერხებით მუშაობს

თიბისი ბანკის ინტერნეტ- და მობილური ბანკის აპლიკაცია რამდენიმე საათია, შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ განცხადებას ბანკი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზით თიბისის მომხმარებლების ნაწილს აპლიკაციით სარგებლობა დროებით შეზღუდული აქვს. ჩვენ ვმუშაობთ პრობლემის მოგვარებაზე და სერვისი უახლოეს პერიოდში განახლდება.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

თიბისის გუნდი."

აპლიკაციის მუშაობის შეფერხებით, პრობლემები შეექმნათ როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე, კომპანიებს და დასაქმებულებს. ბანკში არ აკონკრეტებენ, რა დრო დაჭირდება ხარვეზის გამოსწორებას.

კომენტარები