არჩევნები 2020

ლელოს წევრს თავს დაესხნენ, გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო

TV Pirveli

პარტია ლელოს წევრს, ლევან სამუშიას შტაბის ხელმძღვანელს, გიორგი გლუნჩაძეს თავს დაესხნენ. ლელოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზარალებულს საშუალო სიმძიმის ტვინის შერყევა აქვს და ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება.

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ლელოს მაჟორიტარი კანდიდატის ლევან სამუშიას თქმით, გიორგი გლუნჩაძე ქუჩაში ფეხით მიდიოდა, რა დროსაც, რამდენიმე მოქალაქემ გააჩერა და ჰკითხა, "რატომ უჭერ მხარს ლელოს, რატომ დაყვები სამუშიას". ამის შემდეგ, სამმა ადამიანმა გლუნჩაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ლევან სამუშია TV პირველის ეთერში აღნიშნავს, რომ დაზარალებულს თავდამსხმელების ამოცნობა შეუძლია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები