არჩევნები 2020

არჩევნებისთვის 66 პარტიაა დარეგისტრირებული – ცესკოში პარტიების რეგისტრაციის პროცესი შეწყდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საარჩევნო ბიულეტენზე 66 პარტია იქნება წარმოდგენილი. 

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. საარჩევნო მარათონი კი ოფიციალურად 1 სექტემბერს დაიწყო. 

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანი ბრძოლით მიღწეული ცვლილებების შედეგად, არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც საკანონმდებლო ორგანოში 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას, 30-ის კი მაჟორიტარული პრინციპით არჩევას გულისხმობს. 

კომენტარები