უკრაინა

უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა

რადიო თავისუფლება

უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა.  

გავრცელებული განცხადების მიხედვით, ის საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.   

პატრიარქმა ფილარეტმა 2020 წლის მარტში თქვა, რომ კორონავირუსის გავრცელების მიზეზი ჰომოსექსუალი წყვილები არიან.

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 723 შემთხვევა დადასტურდა - ეს ერთ დღეში აღრიცხულ შემთხვევათა მაქსიმუმია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 133 787 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 61 649 გამოჯანმრთელდა, 2 811 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები