ბირმინგემი

ბირმინგემში თავდასხმას ერთი კაცი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

Reuters

გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბირმინგემში დანით თავდასხმას ერთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიციის განცხადებით, დაშავებულია 7 პირი, აქედან ერთი კაცი და ქალი მძიმედ არიან დაშავებულები. 

"ვადასტურებთ, რომ გასული ღამის მოვლენების შემდეგ მკვლელობაზე გამოძიება დავიწყეთ". – თქვეს უესტ მიდლენდსის პოლიციაში.

6 სექტემბერს, შუა ღამით გავრცელდა ცნობები, რომ ბირმინგემში რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, პოლიცამ განაცხადა, რომ ეს "მნიშვნელოვანი ინციდენტია". მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ბრიტანეთის საგარეო მდივნის, დომინიკ რააბის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, რაც მიუთითებს, რომ შემთხვევები ტერორიზმთანაა დაკავშირებული, თუმცა, მისი თქმით, საზოგადოება ძალიან ფხიზლად უნდა იყოს. 

ქალაქის სამ ქუჩაზე დილით პოლიციის კორდონები იყო მობილიზებული.

უესტ მიდლენდსის მერის, ანდი სტრიტის თქმით, ქალაქის ცენტრში, ჰურსტის ქუჩის ტერიტორიაზე ინციდენტები, როგორც ჩანს, ერთმანეთთანაა დაკავშირებული, თუმცა მოტივები ამ დროისთვის უცნობია. 

ერთერთმა თვითმხილველმა BBC-სთან განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი ხელჩართული ჩხუბობდა. 

კომენტარები