არჩევნები 2020

გახარია სააკაშვილზე: მობრძანდეს... მობრძანდეს

"მობრძანდეს... მობრძანდეს". – ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით მიმართვას ხვალ, 7 სექტემბერს, გააკეთებს.

"ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით". – წერს სააკაშვილი.

მანამდე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისი საქართველოში დაბრუნების შესახებ ვიდეომიმართვა 27 აგვისტოს გაავრცელა და საქართველოში დაბრუნება დაანონსა.

კომენტარები