TENET-მა გლობალური პანდემიის პირობებში კინოგაქირავებაში $150 000 000 მოაგროვა

ABC

კრისტოფერ ნოლანის ახალმა ბლოკბასტერმა, Tenet-მა, გლობალური პანდემიის პირობებში, კინოგაქირავებაში $150 000 000-ის მოგროვება შეძლო.

ფილმის პრემიერა 41 ქვეყანაში გაიმართა. აშშ-ს ტერიტორიაზე სურათმა $53 000 000 გამოიმუშავა. მაღალი შემოსავალი ასევე ჩინეთის ბაზარმა განაპირობა.

ნოლანის სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში მთავარ როლებს ჯონ დევიდ ვაშინგტონი და რობერტ პატინსონი თამაშობენ.

Tenet-ი ქართულ კინოთეატრებში 15 სექტემბერს გამოვა. 

კომენტარები