ბელარუსი

ბელარუსში 6 სექტემბრის აქციების შემდეგ 633 ადამიანი დააკავეს

0 კომენტარი
"მშვიდობის მარში" მინსკში ფოტო: TUT.BY

ბელარუსში 6 სექტემბერს ჩატარებული საპროტესტო აქციის შემდეგ, "მასობრივ ღონისძიებებზე კანონმდებლობის დარღვევისთვის", 633 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ ქვეყანაში 42 საპროტესტო აქციაა ჩატარდა, რომელშიც დაახლოებით 31 000 ადამიანი მონაწილეობდა.

კვირას, 6 სექტემბერს მინსკში "ერთობის მარში" გაიმართა. მედიის შეფასებით, აქციაში 100 000 ადამიანი მონაწილეობდა. მშვიდობიანი დემონსტაციის დამთავრების შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიყო. უფლებადამცველი ცენტრის "Весна-ს" ინფორმაციით, მინსკში სულ მცირე 193 ადამიანი დააკავეს.

ონლაინ პლატფორმა "Голос-ის" ინფორმაციით, ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებში 170 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. გასულ კვირას ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ. ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ სანქციების პასუხად სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს. ამჟამად აშშ ბელარუს მაღალჩინოსნებზე არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები