არჩევნები 2020

ხოშტარია: პრემიერმინისტრობის კანდიდატად სააკაშვილის დასახელება პოლიტიკური შეცდომაა

ტაბულა

"ჩემი აზრით, დღეს მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაყენება არის პოლიტიკური შეცდომა". – ასე აფასებს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია  ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას გადაწყვეტილებას, პრემიერმინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დაყენებასთან დაკავშირებით. 

ხოშტარიას განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის მთელი პროპაგანდა აგებულია იმაზე, რომ წარსული ბრუნდება, ენმ-ის ეს გადაწყვეტილება კი ივანიშვილის პროპაგანდას ხელს შეუწყობს. 

"წარსული არ ბრუნდება, დღეს გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი ბევრ პოლიტიკურ ძალას შორის და ამ მხრივ, ეს გადაწყვეტილება იქნება გარკვეული ხელშეწყობა ამ პროპაგანდის. თუმცა, რეალობა არის განსხვავებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს სისტემური გარანტია იმისა, რომ გვაქვს პროპორციული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არა შავ-თეთრ არჩევანს, არამედ ძალიან ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას". – ამბობს ხოშტარია. 

დღეს, 7 სექტემბერს გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გააკეთა, რომ ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 7 სექტემბერს ის დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით მიმართვას გააკეთებს.

კომენტარები