ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩი: მომხდარმა სევდიანი და დაცარიელებული დამტოვა

Skysport.com

მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, Facebook გვერდზე მისთვის დისკვალიფიკაციის მიცემის ფაქტს გამოეხმაურა.

სერბი ჩოგბურთელი წერს, რომ ის დამწუხრებულია მომხდარის გამო და ამისთვის ყველას ბოდიშს უხდის.

"ამ სიტუაციამ ძალიან სევდიანი და დაცარიელებული დამტოვა. მე შევამოწმე გვერდითი ხაზის მსაჯის მდგომარეობა და ტურნირიდან მითხრეს, რომ მადლობა ღმერთს, ის თავს კარგად გრძნობს. ძალიან ვწუხვარ, რომ მასში ასეთი სტრესი გამოვიწვიე. უნებლიედ და არასწორად მომივიდა. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, უნდა დავბრუნდე და ჩემი იმედგაცრუება გაკვეთილად გამოვიყენო, რაც დამეხმარება გაზრდაში, როგორც მოთამაშეს, ასევე ადამიანს. ბოდიშს ვუხდი ამერიკის ღია პირველობას და ყველას, ვინც ჩემს ქცევასთან ასოცირდება. ძალიან მადლობელი ვარ ჩემი გუნდისა და ოჯახის, რომლებიც მხარს მიჭერენ და ჩემი ფანების, რომლებიც ყოველთვის ჩემთან არიან. მადლობას გიხდით და ძალიან ვწუხვარ". – წერს ჯოკოვიჩი.

ნოვაკ ჯოკოვიჩის ამერიკის ღია პირველობაზე გვერდითი ხაზის მსაჯისთვის ბურთის მორტყმის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.

ჯოკოვიჩი პაბლო კარენო ბუსტას ხვდებოდა და პირველ სეტში ანგარიშით 6:5 მარცხდებოდა.

გაბრაზებულმა ჯოკოვიჩმა ჩაწოდების წინ ბურთი ისროლა, რომელიც მსაჯ ქალს სახეში მოხვდა. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის სროლისას ჯოკოვიჩი მსაჯისკენ ზურგით იყო და მას ვერ ხედავდა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა თამაში გაწყვიტა და ჯოკოვიჩი ტურნირს გამოეთიშა. დიდი სლემის ტურნირების წესების მიხედვით, ნებისმიერი თავდასხმა, იქნება ეს მსაჯზე, მოწინააღმდეგეზე თუ მაყურებელზე, ისჯება და სასჯელის ზომას შეხვედრის მთავარი მსაჯი კონსულტაციის შემდეგ წყვეტს.

კომენტარები