მანჩესტერ სიტის ორ ფეხბურთელს, რიად მაჰრეზსა და ემერიკ ლაპორტს კორონავირუსი დაუდასტურდა

Getty Images

მანჩესტერ სიტის ორ ფეხბურთელს, ალჟირის ნაკრების წევრს, რიად მაჰრეზსა და ფრანგ მცველს, ემერიკ ლაპორტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"მანჩესტერ სიტი ადასტურებს, რომ რიად მაჰრეზსა და ემერიკ ლაპორტს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აქვთ. პრემიერ ლიგისა და ბრიტანეთის ხელისუფლების პროტოკოლის თანახმად, ორივე მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება. რიადსა და ემერიკს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ".– წერია კლუბის განცხადებაში.

მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს 21 სექტემბერს ვულვზის წინააღმდეგ გამართავს.

 

კომენტარები