კორონავირუსი საქართველოში

15 სექტემბრიდან უპირობოდ გახსნილი 5 ქვეყნის მოქალაქეებსაც PCR ტესტს მოსთხოვენ

0 კომენტარი

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, 15 სექტემბრიდან საქართველოში შემოსულ ყველა უცხოელს 72 საათით ადრე გაკეთებულ PCR ტესტის პასუხს მოსთხოვენ. მათ შორის, ეს შეეხება გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში უპირობოდ, კარანტინის გარეშე შემოდიან. 

"ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად, დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეების და მათ შორის, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა და უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, იმ ქვეყნებს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ, დაუწესდებათ მოთხოვნა ჩვენი მხრიდან, მხოლოდ 15 სექტემბრიდან, რადგან ადამიანებს, რომლებსაც უკვე ბილეთი აქვთ შეძენილი და მოემგზავრებიან საქართველოში, მათ რომ არ შევუქმნათ დამატებითი დისკომფორტი". – თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერის ინფორმაციითვე, საკარანტინო პერიოდი 8 დღემდე მცირდება. ამის შემდეგ, კარანტინში მყოფ ადამიანს PCR ტესტი ჩაუტარდება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სახლში გაუშვებენ, თუმცა, დაევალება, მე-12 დღეს ტესტი ისევ ჩაიტაროს.

აგვისტოდან, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს, ასევე ამ ქვეყნების მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე ადამიანებს საქართველოში პირდაპირი რეისით ჩამოსვლა უპირობოდ შეეძლოთ. თუმცა, ამავე რეისზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები კარანტინში გადაჰყავთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები