გაუპატიურება

სასამართლომ ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულ 27 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

www.irishtimes.com

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ლაგოდეხის ნაკრძალში, ტურისტი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულის 7000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

27 წლის კაცის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაგოდეხის ნაკრძალში გერმანიიდან ჩამოსული ტურისტი გაუპატიურება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები