კორონავირუსი საქართველოში

მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებს შესაძლოა სასტუმროებშიც უმკურნალონ

"მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია, მართლაც გაგრძელდეს სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის, სასტუმროებშიც". – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა. მისი განმარტებით, ეს სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მოხდება. 

"მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს შექმნილი კლინიკური ჯგუფი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვთხოვეთ და ეს ყველაფერი მათი პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება, ეს შესაძლებელია, ასეთი გეგმა გვაქვს“. – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 315 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები