Netflix

NETFLIX-ის დამფუძნებელი: დისტანციურად მუშაობას პოზიტიური ეფექტი არ აქვს

cnbc.com

Netflix-ის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის, რიდ ჰასტინგსის თქმით, დისტანციურად მუშაობას პოზიტიური ეფექტი არ აქვს და იდეების წარმოშობის პროცესს აძნელებს.

თუმცა, მისივე თქმით, კომპანიაში დასაქმებულ 8 600 ადამიანს ვაქცინის გაკეთებამდე ოფისებში დაბრუნება არ მოუწევთ.

მან ასევე ივარაუდა, რომ პანდემიის მორჩენის შემდეგაც, თანამშრომლებს კვირაში ერთხელ სახლიდან მუშაობა მაინც ენდომებათ.

"არა, არანაირ პოზიტიურ ეფექტს არ ვხედავ. როდესაც ადამიანებს შეკრების საშუალება არ გაქვთ, ეს ცალსახად ნეგატიურია". – თქვა ჰისტინგსმა.

Netfix-მა უკვე დაანონსა სერიალების, დოკუმენტურებისა და ფილმების გადაღებების გაგრძელება.

"იმედი გვაქვს, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში შესაბამისი ტესტირებებით შევძლებთ მუშაობას". – თქვა ჰისტინგსმა.

რამდენიმე დიდმა კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ თანამშრომლებმა პანდემიის დასრულების შემდეგაც დისტანციურად იმუშაონ.

მაისში Twitter-მა დაწერა, რომ დასაქმებულებს შეუძლიათ სახლებიდან იმუშაონ "სამუდამოდ".

Facebook-მა და Google-მა კი მიიღეს გადაწყვეტილებები, რომ თანამშრომლებმა დისტანციურად მუშაობა წლის ბოლომდე განაგრძონ.

კომენტარები