ეკონომიკა

წლის პირველ კვარტალში ქართული ბანკების ზარალმა 486 მილიონი ლარი შეადგინა

წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ზარალმა 486 მილიონი ლარი შეადგინა. ზარალის მიზეზი კი ბანკების მიერ შესაძლო დანაკარგებისთვის ჯამურად 1,2 მილიარდი ლარის დარეზერვება გახდა. 

თითქმის ერთნაირი მოცულობის ზარალი აქვთ საქართველოს და თიბისი ბანკს, 157,2 მილიონი და 156,4 მილიონი ლარი შესაბამისად. როგორც ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკიდან 14-მა წლის პირველი ნახევარი ზარალით დაასრულა.

ერთადერთი ბანკი, რომელმაც წლის პირველ ნახევარში მოგებაზე გასვლა შეძლო Silk Road Bank-ია.

კომენტარები