ბელარუსი

ბელარუსმა ოპოზიციონერმა კოლესნიკოვამ პასპორტი დახია, რათა უკრაინაში არ გაეშვათ – Interfax

მარია კოლსენიკოვა
haveeru

ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, ოპოზიციონერმა მარია კოლსენიკოვამ, პასპორტი დახია, რათა უკრაინაში მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ინტერფაქსზე დაყრდნობით ავრცელებს

უკრაინას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანტონ ჰერასჩენკო ამბობს, რომ კოლესნიკოვამ წარმატებით თავიდან აირიდა "იძულებითი გაძევება თავისი მშობლიური ქვეყნიდან".

ჰერასჩენკო ​წერს, რომ ბელარუსიდან მარია კოლესნიკოვას დეპორტაცია ვერ მოახერხეს - "ამ მამაცმა ქალმა ნაბიჯები გადადგა, რათა თავიდან აეცილებინა საზღვრის გადაკვეთა. ის ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩა. ალექსანდერ ლუკაშენკო პირადადაა პასუხისმგებელი მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე".

უკრაინის ინტერფაქსი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კოლესნიკოვამ თავისი პასპორტი დახია, რათა საზღვარზე უკრაინელ მაღალი რანგის პირებს მისთვის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მიეცათ. 

კოლესნიკოვას ამჟამინდელი ადგილმდებარეობა უცნობია. 

"კოლესნიკოვა დაკავებულია, მე ვერ ვიტყვი თუ სადაა ის კონკრეტულად, თუმცა ის დაკავებულია. მისი დაკავება დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ მათ [ჯგუფმა] დატოვა ბელარუსის ტერიტორია". – ბელარუსი საზღვრიდან წარმომადგენელმა, ანტონ ბიჩკოვსკიმReuters-ს განუცხადა. 

მარია კოლესნიკოვასთან, ანტონ როდნენკოვთან და ივან კავცოვთან კავშირი 7 სექტემბრის დილიდან შეწყდა. თვითმხილველთა ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანები მივიდნენ, რის შემდეგაც კოლესნიკოვა ძალის გამოყენებით აიყვანეთ მიკროავტობუსში, რომელსაც "Связь" ეწერა. მიკროვატობუსი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. 8 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელარუსის საზღვრის კვეთისას დააკავეს

ბელარუსის სამთავრობო მედიის Belta-ს ინფორმაციით, ოპოზიციონერები ცდილობდნენ "უკანონოდ" დაეტოვებინათ ბელარუსის ტერიტორია. მარია კოლესნიკოვა დააკავეს. ანტონ როდნენკო და ივან კრავცოვი ამჟამად უკრაინაში არიან.

Belta-ს ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ივან კრავცოვი აცხადებს, რომ მიიღო ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება. 

ოპოზიციონერებთან დაახლოებულმა წყარომ სააგენტო ინტერფაქსს შეატყობინა, რომ კოლესნიკოვა, როდნენკოვი და კრავცოვი არ აპირებდნენ ბელარუსის დატოვებას. მათი ინფორმაციით, ბელარუსის სპეცსამსახურებს შეეძლოთ უკრაინის საზღვართან მიეყვანათ ოპოზიციონერები და და ეიძულებინათ ქვეყნის დატოვება. სააგენტოს წყარომ დაადასტურა, რომ კოლესნიკოვა საზღვრის კვეთის დროს დააკავეს.

ივლისში მარია კოლესნიკოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და ვერონიკა ცეპკალოსთან ერთად ბელარუსის ოპოზიციის სამი ლიდერიდან ერთ-ერთი გახდა. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტიხანოვსკაია და ცეპკალო იძულებულები გახდნენ ბელარუსი დაეტოვებინათ.

არჩევნების შემდეგ კოლესნიკოვა ბელარუსში დარჩა და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი თავჯდომარე გახდა. ბელარუსის ხელისუფლებამ საბჭოს შექმნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სექტემბრის დასაწყისში კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ ვიკტორ ბაბარიკოს შტაბი გეგმავდა ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ვიკტორ ბაბარიკო ერთერთ საპრეზიდენტო კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა ის დააპატიმრეს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ტიხანოვსკაიას შტაბთან გაერთიანებამდე მარია კოლესნიკოვა ვიქტორ ბაბარიკოს შტაბს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები