კორონავირუსი აჭარაში

აჭარაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

Shannon Stapleton/Reuters

აჭარაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, კორონავირუსზე გეგმური ტესტირება "ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში" 185 მებაჟე-ოფიცერსა და სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის 99 მებაჟე-ოფიცერს ჩაუტარდა. გამოკვლეული ტესტებიდან 3 დადებითია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ტესტირება რისკ ჯგუფებში მყოფ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. მათივე ინფორმაციით, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში Covid-19-ის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი. 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1729 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი.

კომენტარები