ბოტსვანა

ბოტსვანაში ლომების თავდასახმისგან დასაცავად პირუტყვს საჯდომზე თვალებს ახატავენ

BBC

ბოტსვანაში, სადაც აფრიკის მასშტაბით ლომების ყველაზე დიდი პოპულაცია ბინადრობს, დიდი პრობლემაა ფერმებში მობინადრე პირუტყვზე მტაცებელი ცხოველების თავდასხმები.

ამიტომ, ფერმერებს მუდმივად უწევთ თავდაცვის საშუალებებზე ფიქრი. ისინი ამისთვის ძაღლებს იყენებენ, ზოგიერთები ფერმის შემოგარენს წამლავენ, ზოგი კი თავდასხმისთვის მომზადებულ ლომებს ესვრის და კლავს. თუმცა, არცერთი მეთოდი იმდენად შედეგიანი არ არის, რომ ფერმერებს პირუტყვი სრულად შეუნარჩუნოს.

კონსერვაციონისტი, ნილ ჯორდანი ფიქრობს, რომ მან პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნო.

მისი თქმით, ერთ-ერთ სამუშაო დღეს, იგი აკვირდებოდა, როგორ ემზადებოდა ლომი ანტილოპაზე თავდასხმისთვის 30 წუთი, თუმცა მზადება მაშინვე შეწყვიტა, როდესაც მსხვერპლი მისკენ შებრუნდა და თვალებში შეხედა. კონსერვაციონისტმა იფიქრა, რომ ანტილოპა თვალებით კონტაქტმა იხსნა.

"თავდაპირველად, იდეის ხმამაღლა თქმის მერიდებოდა, რადგან სულელურად ჟღერდა. თუმცა, 2015 წელს მოკლე კვლევა ჩავატარეთ და საიმედო, მაგრამ ბუნდოვანი შედეგები მივიღეთ". – თქვა ნილ ჯორდანმა.

კვლევის ფარგლებში ერთ-ერთი ფერმის პირუტყვთა მესამედს გავაზე თვალები დაახატეს. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა - ლომებმა 39 მოუხატავი ლომიდან სამი მოკლეს, ხოლო 23 დახატული ძროხიდან ყველა გადარჩა.

მიუხედავად საიმედო შედეგებისა, დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს მეთოდი დიდ ხანს ვერ იმუშავებს. ისინი ამბობენ, რომ ლომები ოპორტუნისტი ცხოველები არიან და მათ პირობების სათავისოდ მორგება შეუძლიათ.

"რატომ ვერ ისწავლიან ისინი მალე, რომ ძროხების გავაზე მიხატული თვალები უვნებელია?" – კითხულობს გას მილსი.

ნილ ჯორდანი ექსპერტების სკეპტიციზმს ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ იმ ადგილებში, სადაც ფერმებია განლაგებული, მუდმივად ბინადარი ლომები არ არსებობენ, ამიტომ მტაცებლები იცვლებიან და ვერ ასწრებენ მიხვდნენ მიხატული თვალების უვნებლობას.

კომენტარები