"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ღონისძიება თბილისის ზღვაზე გაიმართა.
ნაძალადევის რაიონში "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი დაასახელა.
ნაძალადევში ირმა ინაშვილის კონკურენტები მმართველი ძალის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი და ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი - შალვა ნათელაშვილი იქნებიან.
თბილისის სხვა ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებად იქნებიან:
- გლდანის რაიონი - მერაბ ჭიქაშვილი;
- ვაკის რაიონი - ნანა დევდარიანი;
- სამგორი - გურამ ნიკოლეიშვილი;
- საბურთალო -კახა ძაგანია;
- დიდუბე - არჩილ ბენიძე;
- მთაწმინდა - მალხაზ თოფურია.
რაიონებში "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარ კანდიდატებად წარადგინეს:
- მცხეთა - მთიანეთი - სოსო შატბერაშვილი;
- საგარეჯო - სოსლან გარსევანიშვილი;
- ზუგდიდი - ოთარ ჭითანავა;
- თელავი - სოსო პარწიკანაშვილი;
- გორი - კობა მაზანაშვილი;
- ოზურგეთი - შოთა გოგიბერიძე;
- ჭიათურა - გიორგი კასრაძე;
- აჭარა - ჯუმბერ ტაკიძე;
- აჭარა - ზორბეგ ბერიძე;
- აჭარა - დავით დავითაძე;
- აჭარა - გურამ თურმანიძე;
- ქობულეთი - გულნარა ბასილაძე;
- ქობულეთი - ამირან ტაკიძე;
- რუსთავი - პაატა ჯიბლაძე;
- ბათუმი - ზურაბ გაბაიძე;
- მარნეული - მახირ იუსუპოვი;
- მარტვილი - აბაშა - ჩხოროწყუ - წალენჯიხა - ვიქტორ ცაავა;
- ფოთი - ხობი - სენაკი - თეიმურაზ ფანჩულია;
- ამბროლაური - ონი - ცაგერი - ლენტეხი - მესტია - ერეკლე საღლიანი;
- ახალქალაქი - არტაშე საკოფიანი.