შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის ნინოწმინდაში 1975 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.
უწყების ცნობით, კაცი ბოლო სამი თვის განმავლობაში ცოლზე, მამასა და დედაზე სისტემატურად ძალადობდა, ერთ-ერთი ურთიერთშელაპარაკების დროს კი დაკავებული ოჯახის წევრებს მოკვლით დაემუქრა და სახლში ავეჯი დააზიანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.