კორონავირუსი საქართველოში

იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სარიტუალო ღონისძიებები ღია სივრცეშიც აიკრძალა

Jimmy Wan's Restaurant

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქორწილები, იუბილეები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ღია სივრცეშიც აიკრძალა. გადაწყვეტილება ხვალიდან, 10 სექტემბრიდან შედის ძალაში.  

"გვესმის, რომ დისკომფორტი შეიძლება შეექმნათ ადამიანებს, რომლებსაც ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები გააჩნდათ, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ვითვალისწინებთ არსებულ მდგომარეობას, ხვალიდან ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება. 

ფაქტობრივად, ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რომელიც აქამდე არსებობდა. დახურულ სივრცეებში დღეს ეს შეზღუდვა ისედაც მოქმედებს, თუმცა უკვე ხვალიდან ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც". – თქვა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.   

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19. 

კომენტარები