ტრეილერი

რებეკას პირველი ტრეილერი გამოვიდა

Netflix-მა მომავალი ტრილერის, რებეკას პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ფილმი 1940 წელს გამოსული ოსკაროსანი ტრილერის რიმეიქია. ორიგინალი ვერსია დაფნა დიუ მორიეს წიგნის მიხედვით ალფრედ ჰიჩკოკმა გადაიღო, რომელშიც მთავარი როლები ლოურენს ოლივიემ და ჯოან ფონტეინმა შეასრულეს.

ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ლილი ჯეიმსი და არმი ჰამერი ასრულებენ.

ფილმი სტრიმინგ სერვისის მომხმარებელთათვის 21 ოქტომბერს იქნება ხელმისაწვდომი.

 

კომენტარები