კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ჩაკეტვების პოლიტიკა თანდათან მთელს მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენთან, უკვე აღარ არის

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

"ზოგადად, პოლიტიკა ჩაკეტვების თანდათან მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთან უკვე აღარ არის, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება დღის წესრიგში". – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კითხვას, ხედავს თუ არა, აჭარის რომელიმე ქალაქის ან ბათუმის ჩაკეტვის საჭიროებას.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ინფექციის მართვის პოლიტიკა, დღეს, მთელს მსოფლიოში არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა.  

"დღეს მთლიანად მთელს მსოფლიოში პოლიტიკა ამ ინფექციის მართვის არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა. ანუ ერთის მხრივ სწრაფი იდენტიფიცირება, გამოვლენა და მათი სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება ან იზოლირება და მართვა და მეორეს მხრივ, აუცილებლად ეკონომიური აქტივობების გაძლიერება, რამეთუ საჭიროა, რომ დოვლათი შეიქმნას". – ამბობს გამყრელიძე. 

დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოში Covid-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები