კორონავირუსი ბათუმში

შსს: ბათუმში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

Shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ინფორმაციით, ინფიცირებულები სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და სამმართველოს დამხმარე პერსონალი არიან.  

შსს-ს ინფორმაციით, ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. 

"თანამშრომლების ტესტების პასუხები 7 და 8 სექტემბერს გახდა ცნობილი.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.

ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს.

ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას." – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს, 9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში დადასტურდა. 

ულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19. 

კომენტარები