კორონავირუსი საქართველოში

თბილისობის ღონისძიებები გაუქმდა, კონცერტები ონლაინ რეჟიმში გადაიცემა

0 კომენტარი
ფოტო: tbilisi.gov.ge

"თბილისობა 2020-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა". – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა. მისივე თქმით, ჩატარდება მხოლოდ კონცერტები, რომლებიც ონლაინ რეჟიმში გადაიცემა. 

კალაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

"ყველამ იცით, რომ თბილისობა ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ ღონისძიებების გადადება მოგვიწევს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, თბილისობის ღონისძიებები გაუქმდება. ჩვენ ვიმუშავებთ კულტურის სამსახურთან, რომ დავგეგმოთ მხოლოდ კონცერტები, რომლებიც Live რეჟიმში გადაიცემა და მოქალაქეებს, საქართველოს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, თბილისობა 2020 -ის კონცერტები ტელევიზიით იხილოს". – თქვა კალაძემ. 

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, თეატრები, კინოთეატრები და ბავშთა გასართობი ცენტრები 1 ნოემბრამდე არ გაიხსნება. ასევე, 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება ღია სივრცეშიც იკრძალება, საარჩევნო პროცესს არ ეხება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები