დიუნი

დიუნის პირველი ტრეილერი გამოვიდა [VIDEO]

2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტის - დიუნის ტრეილერი გამოქვეყნდა. 

პროექტს რეჟისორი დენი ვილნევი ხელმძღვანელობს. მთავარ როლებს ტიმოთი შალამე, რებეკა ფერგიუსონი, ოსკარ აიზეკი, ზენდაია, ჯეისონ მომოა და ჯოშ ბროლინი ასრულებენ.

სურათი ფრენკ ჰერბრტის ბესტსელერს, დიუნს ეფუძნება. 1965 წელს გამოსული რომანი მრავალი კრიტიკოსის აზრით, ყველა დროის საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური წიგნია. 

ფილმის პრემიერა 2020 წლის დეკემბერში იგეგმება.

 

კომენტარები