ბორატი 2

საშა ბარონ კოენმა ბორატის მეორე ნაწილი გადაიღო

Lonely Planet

ინგლისელმა კომიკოსმა, საშა ბარონ კოენმა, 2006 წელს გამოსული საკულტო კომედიის, ბორატის მეორე ნაწილი გადაიღო.

სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა გამოცემა Collider-ის მტკიცებით, იქიდან გამომდინარე, რომ ბორატი ცნობადი პერსონაჟია, ახალ ნაწილში საშა ბარონ კოენი შენიღბული იქნება.

ბორატი საშა ბარონ კოენის ერთ-ერთი ალტერეგოა. ესაა ყაზახი ჟურნალისტი, რომელიც აშშ-ში მიემგზავრება. მოგზაურობისას იგი ეცნობა მოსახლეობას და ამერიკული ცხოვრების სტილს. ფილმის დიდი ნაწილი ფარული კამერით გადაღებული დოკუმენტური სცენებისგან შედგება. პირველმა ნაწილმა 18-მილიონიანი ბიუჯეტით 261 მილიონი დოლარი მოაგროვა. 

კომენტარები