ჯიმი კარტერი

ჯიმი კარტერი: ვილი ნელსონმა თეთრ სახლში მარიხუანა მოწია

0 კომენტარი
ფოტო: Rolling Stone

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა, დიდი ხნის ჭორი დაადასტურა.

ახალ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც კარტერის მმართველობას ასახავს, პრეზიდენტმა ქანთრი მომღერალთან, ვილი ნესლონთან შეხვედრის შესახებ ილაპარაკა. 

"ვილი ნელსონს თავის მემუარებში უწერია, რომ ერთხელ, თეთრ სახლში, ჩემთან შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთ მსახურთან ერთად მარიხუანის ჯოინთი მოწია. ეს ისტორია სიმართლეა, ერთადერთი დეტალი, რომელიც ნელსონმა შეცვალა, მეორე პირის ვინაობაა, რეალურად ის მსახური კი არა, არამედ ჩემი შვილი იყო. როგორც ჩანს, ვილი ჩვენი ოჯახის რეპუტაციას გაუფრთხილდა და მეორე პირის ვინაობა შეცვალა". – იხსენებს კარტერი.

ნელსონი, ისევე როგორც ბობ დილანი, კარტერის პრეზიდენტობისას თეთრი სახლის ხშირი სტუმარი იყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები