The Walking Dead

მოსიარულე მკვდრები მეთერთმეტე სეზონით დასრულდება

CNN

სატელევიზიო არხმა AMC-მ მოსიარულე მკვდრების დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. 

პოპულარული ზომბი სერიალი მეთერთმეტე სეზონით დასრულდება. ფინალურ სეზონში სულ 24 ეპიზოდი იქნება. 16 სერია 2021 წელს, ხოლო დარჩენილი 8 ეპიზოდი 2022 წელს გამოვა. 

გარდა ამისა არხი სპინოფზე იწყებს მუშაობას, რომელიც კეროლის და დერილის ისტორიას მოგვითხრობს. მთავარ გმირებს უცვლელად ნორმან რიდუსი და მელისა მაკბრაიდი შეასრულებენ. 

სერიალის მეათე სეზონი გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის გამო უკანასკნელი სერიის პრემიერა 4 ოქტომბრამდე გადაიდო.

კომენტარები