ეკონომიკა

ბიზნესის უნდობლობა ქართულ სასამართლოს და ანაკლიის პორტი - სახ. დეპარტამენტის მიმოხილვა

Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშში ყოველწლიურად აჯამებს ბიზნეს გარემოს 164 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. 

ანგარიშში მიმოიხილავს საქართველოში არსებულ საკონონმდებლო ბაზას ეკონომიკისა სხვადასხვა სექტორის მიმართ, ასევე, პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში იჩენს თავს. 

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშშია საუბარია, "ბიზნესისა ინვესტიციების საქართველოში ხელსაყრელი პირობებია, თუმცა ზოგიერთი ბიზნესის საუბრობს მზარდ უნდობლობაზე ქართული სასამართლო სისტემის მიმართ."

ანგარიშში ასევე, წერია, რომ "პრობლემას წარმოადგენს კომერციული დავების დროული, დამოუკიდებელი და კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღება. ზოგი დავა სასამართლოებში წლების განმავლობაში გრძელდება."

აქვე საუბარია, რომ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს "გადაწყვეტილების მიღების პროცესი, განსაკუთრებით მუნიცაპალურ დონეზე." ამასთანავე საუბარია "ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით აღსრულების სირთულეებზე, სამართლიანი კონკურენციისთვის არასაკმარის საკანონმდებლო ბაზაზე, პრობლემად რჩება ეკონომიკური საკანონმდებლო ნორმების შერჩევითი გამოყენება და სირთულეები წარმოიქმნება საკუთრების შესახებ დავების გადაწყვეტისას."

ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ცნობით, ისინი მუშაობენ ამ გამოწვევების მიმართულებით და ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო კვლავაც რეგიონის მოწინავე ქვეყანაა.

სხვა რამეებთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც.

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესრულება მისი ინიცირების დროიდან, 2016 წლის შემდეგ მრავალჯერ გადაიდო და შეიცვალა. მთავრობამ შეწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის კონსორციუმთან, იმ მიზეზით, რომ კონსორციუმმა პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო კაპიტალის მობილიზება ვერ შეძლო, თუმცა საქართველოს მთავრობის ცნობით, მათთვის პროექტი კვლავაც პრიორიტეტულია."

 

კომენტარები