ტყის ხანძრები აშშ-ში

აშშ-ს დასავლეთ შტატებში ძლიერ ტყის ხანძრებს ებრძვიან [გალერეა]

0 კომენტარი
ფოტო: AP

აშშ-ს დასავლეთ შტატებში ძლიერი ტყის ხანძრები მძვინვარებს. ორეგონის შტატში ხანძარმა, სულ მცირე, ხუთი ქალაქი გაანადგურა. ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარს შეეწირა ერთი ადამიანი ვაშინგტონის შტატშიც. კალიფორნიაში ათასობით ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. დაიღუპა სამი ადამიანი.

ორეგონის გუბერნატორის ქეით ბრაუნის განცხადებით შტატის ისტორიაში ეს შეიძლება ყველაზე დამაზიანებელი ხანძრების სერია იყოს. გუბერნატორ ბრაუნის ინფორმაციით, მეხანძრეები 120 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე 35 ტყის ხანძარს ებრძვიან.

აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე ხანძრების სწრაფ გავრცელებას გვალვა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს. კალიფორნიაში ერთ მილიონ ჰექტარზე მეტია დამწვარი, რაც შტატისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

კალიფორნიის ხანძრისგან გამოწვეული კვამლის გამო სან-ფრანცისკოსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში ცა წითლად შეიფერა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები